წინამდებარე ვებ-საიტის გამოყენება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის მიერ დადგენილი ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესებით და პირობებით.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, თუ არ ეთანხმებით მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისით სარგებლობა და დატოვეთ საიტი.
თუკი კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს და იძლევა საშუალებას, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მხოლობითს და პირიქით.
წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია გამოიყენება შპს „შმარუსელი“ (შემდგომში „შმარუსელი“) კუთვნილ ვებ-გვერდზე დომეინით: www.carusell.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“) და არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ უპირობოდ, გამოუხმობლად თანხმობას, რომლითაც ეთანხმებით წინამდებარე საიტზე განთავსებულ პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, (მათ შორის მასში შეტანილ ცვლილებებს) გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ შმარუსელის ვებ-გვერდით და დაუყოვნებლივ დატოვეთ იგი.
„შმარუსელი“ არის ავტომობილების სადილერო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია. მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ვებ-გვერდზე შექმნილი მოთხოვნითი პლატფორმის მართვა, რომლის მეშვეობითაც შმარუსელი ასრულებს შუამავლის როლს. შმარუსელის საქმიანობის მიზანია, რომ დავალებების განხორციელების საჭიროებების მქონე ნებისმიერი პირი-ვებ-გვერდის მომხმარებელი (შემდგომში „მომხმარებელი“) დააკავშიროს მესამე პირებთან (შემდგომში "ავტო-ექსპერტ(ებ)თან“), რომლებიც ნებაყოფლობით განახორციელებენ მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე შევსებული სპეციალური განაცხადით, მათთვის მინიჭებულ შესაბამის უფლებამოსილებას.
„ავტო-ექსპერტი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ/თვითდასაქმებულ პირს, რომელიც თანამშრომლობს შმარუსელთან და მომხარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს მომხმარებელს (წარმომადგენლობა შემდგომში წოდებული, როგორც „ავტო-მომსახურების გაწევა “/ “ასისტანსტი “) ავტომობილების გამყიდველ/მყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
„ავტო-ასისტანსის“ გაწევის დროს მომხმარებლის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია (იხ. დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი წესები და პირობები დანართი №1 სახით).
„ავტო-მომსახურების“ გაწევის დროს ავტო-ექსპერტი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილება და მომხარებლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე, ავტო-ექსპერტსა და შმარუსელს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, შმარუსელი ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს, შესაბამისად, არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ექსპერტის მიერ განხორციელებულ ავტო-ასისტანსზე, ავტომობილების გამყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და ავტომობილის ხარისხზე.
შმარუსელის ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ნათლად აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად წესებსა და ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს, ამასთანავე, თანხმობას აცხადებს „კონფიდენციალურობის პოლიტიკასა “და „ქუქი პოლიტიკაზე “. „ქუქი“ (არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მცირე ზომის მონაცემთა ფაილს, რომელსაც ვებ-გვერდი ინახავს მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე ჩანაწერების საწარმოებლად, როდესაც მომხმარებელი შედის ვებ-გვერდზე.
შმარუსელის ვებ-გვერდით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:
1) მომხმარებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული სრულწლოვანი პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი სათანადო წესით წარმოდგენილი უფლებამოსილი ფიზიკური პირის მიერ;
2) მომხმარებელი ვებ-გვერდის გამოყენებით (რომელიც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს მომხმარებლის პროფილის შექმნას), ასევე შესაბამისი შეკვეთ(ებ)ის განთავსებით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს;
3) მომხმარებელმა ვებ-გვერდზე სწორად უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებლის პროფილის შექმნის პროცესში კი გამოიყენოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია;
4) მომხმარებელი წარმოადგენს ავტომობილის მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს/შესაბამისად უფლებამოსილ წარმომადგენელს. მომხმარებელი ადასტურებს, რომ საკუთრებაში არსებული ავტომობილის მიმართ არ გააჩნია ნებისმიერ მესამე პირს მოთხოვნა ან/და პრეტენზია ან/და ავტომობილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ არის მოქცეული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ქვეშ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ შმარუსელისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი, ასევე, იღებს ვალდებულებას ვებ-გვერდით სარგებლობისას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და შეკვეთის განთავსებისას ან ასეთი განთავსების შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით.
3. მომხმარებლის პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება, უფლებამოსილების მინიჭება და მისი პირობებიმომხმარებელი ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის შექმნით/შეკვეთის განთავსებით, რაც გულისხმობს განცხადების გრაფის ყველა სავალდებულო ველის შევსებას და გადაგზავნას, უფლებამოსილებას ანიჭებს შმარუსელს შეასრულოს შუამავლის როლი მომხმარებელსა და ავტო-ექსპერტს შორის, რაც გამოიხატება შემდგომში: შმარუსელი მომხმარებლის შეკვეთის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის ავტო-ექსპერტს, მეორე მხრივ, შერჩეული ავტო-ექსპერტის შესახებ ინფორმაციას უგზავნის მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნისას/შეკვეთის განთავსებისას მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს შუამავალი საკონტაქტო პირის როლს. პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება ამავდროულად გულისხმობს შმარუსელის მიერ შერჩეული ავტო-ექსპერტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გაუწიოს მომხმარებელს ავტო-ასისტანსი უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებს (დავალებებს) მომხმარებელი უთითებს შეკვეთის განთავსებისას შესაბამის ველში ან/და ატყობინებს ავტო-ექსპერტს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.
შეკვეთის განთავსების შემდგომ, უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ავტომობილის ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზრდა/შემცირება, დავალების შესრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება) შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ავტო-ექსპერტს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.
უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილება მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისა და ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომლებიც გამომდინარეობენ ასეთ ცვლილებამდე ავტო-ექსპერტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისგან.
4. ავტომობილის გადაცემაშეკვეთის მიღების და გამოძახების საფასურის, 50 (ორმოცდაათი ლარი) გადახდის შემდგომ, ავტო-ექსპერტი იწყებს მომსახურების გაწევას, კერძოდ ავტომობილის გაყიდვისა შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ წინასწარ მითითებულ ადგილას, ავტო-ექსპერტი გადაიღებს ფოტოებს/ვიდეო გამოსახულებას და განათავსებს ავტომობილის გაყიდვის შეთავაზების განცხადებას (შემდგომში: „განცხადება“) შესაბამის ავტორიზებულ, სანდო ონლაინ პლატფორმებზე (მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: ვებ-გვერდი, სოც.ქსელები) და უპასუხებს ყველა შემომავალ ზარს, პოტენციური მყიდველებისგან და პლატფორმის საშუალებით აწარმოებს კომუნიკაციას მომხმარებელთან. შეკვეთის დასრულებად ითვლება სსიპ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის გადაფორმებისთვის განცხადების შეტანისა რეგისტრაციის დასრულების დრო, ან - ავტომობილის მომხმარებლისთვის/მყიდველისთვის ფაქტობრივად გადაცემის ადგილი, რომელსაც განსაზღვრავს მომხმარებელი, ხოლო ასეთი ვადა არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელსა და მყიდველს შორის ავტომობილის გაყიდვაზე შეთანხმების მიღწევიდან/გადაფორმებიდან/ფაქტობრივად გადაცემიდან 7 კალენდარულ დღეს. შეკვეთა დასრულებულად ითვლება, როდესაც მომხმარებელი თავის პლატფორმაზე დაადასტურებს შეკვეთის დასრულებას.
მომხმარებლის მიერ ავტომობილის ყიდვისმოთხოვნის განთავსების შემთხვევაში შეკვეთის მიღების და გამოძახების საფასურის, 50 (ორმოცდაათი ლარი) გადახდის შემდგომ, ავტო-ექსპერტი იწყებს მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში პოტენციური გამყიდველების მოძიებას. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ დოკუმენტი (შემდგომში: ტექ. დათვალიერების ცნობა) წარმოდგენილი უნდა იქნეს გამყიდველის მხრიდან ან ასეთის არქონის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს შემოწმება. აღნიშნულის შემდგომ, ავტო-ექსპერტი გასცემს რეკომენდაციას ავტომობილის ყიდვის ან უარის თქმის თაობაზე, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის და მომხმარებელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ის.
ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ავტომობილის მფლობელობაში გადაცემის შემდგომ, იგი ითვლება გაყიდულად და ავტო-ექსპერტი საკუთარი პროფილის გამოყენებით მომხმარებელს უგზვნის შესაბამის შეტყობინებას/ინვოისს, რომელიც აისახება/გამოჩნდება მომხმარებლის პროფილზე, მომხმარებლისგან დადასტურების შემთხვევაში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დასტურის გამომხატველი მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ) პროფილში მიღებულ ავტო-ექსპერტის მიერ მიწოდებულ საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით რიცხავს მომსახურების გაწეული მომსახურების საფასურს ამ მუხლით დადგენილ ვადაში.
მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას ან/და მოკლეტექსტური შეტყობინების გზით მითითებული მისამართის სისწორეზე და ამით ათავისუფლებს ავტო-ექსპერტს არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული დაყოვნებისგან და ნებისმიერი ზიანისგან.
მომხმარებელი ავტო-ექსპერტს წარუდგენს ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების ცნობას(ავტომობილის გაყიდვის მოთხოვნის შეკვეთის განთავსების შემთხვევაში) ამასთან, ავტო-ექსპერტი უფლებამოსილია შეამოწმოს მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისობა იმ საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, რომლებიც შეკვეთაშია მითითებული. თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებლი ავტო-ექსპერტის მისვლიდან 60 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, ამ დროის გასვლის შემდგომ ავტო-ექსპერტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების გზით.
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გადასაადგილებლად (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ექსპერტი, მომხარებელთან შეთანხმებით, იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი.
ავტო-ექსპერტი მომხმარებელს უბრუნებს ავტომობილს მომხმარებლის მიერ პირველი მოთხოვნისთანავე მომხარებლის მიერ მითითებულ მისამართზე იმ დროის გათვალისწინებით, რაც საჭიროა ავტომობილის გადასაადგილებლად და გადაადგილებისთვის მოსამზადებლად. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის გადასაადგილებლად საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ექსპერტი იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი. ავტომობილის დაბრუნების შემდეგ (ასეთის შემთხვევაში) ავტო-ექსპერტი ვებ-გვერდზე არსებული პალტფორმის გამოყენებით უგზავნის მომხმარებელს ავტომობილის დაბრუნების დადასტურების მოთხოვნას, ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია დაადასტუროს ავტომობილის დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ადასტურებს პლატფორმაზე ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნა ავტომატურად დადასტურებულად ჩაითვლება ავტომობილის მომხმარებლისთვის ფაქტობრივად დაბრუნების მომენტიდან 24 საათის გასვლის შემდეგ. მომხმარებლის მიერ ავტო-ექსპერტისთვის ავტომობილის გადაცემიდან ავტომობილის ყიდვამდე/გაყიდვამდე ავტო-ასისტანსის დროს კლიენტის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია (იხ. ხელშეკრულების ძირითადი წესები და პირობები დანართი №1-ს სახით). ავტო-მომსახურების დროს ავტომობილის გადაადგილებისთვის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საჭირო საწვავის ხარჯებს ფარავს მომხმარებელი. (ამ პარაგრაფის დებულების პირობები მოქმედებს მხოლოდ არსებობის შემთხვევაში)
შმარუსელი გასამრჯელოს გარეშე უწევს წარმომადგენლობას მომხმარებელს.
მომხმარებლის მიერ ავტომობილის გაყიდვის მომსახურების შეკვეთის შემთხვევაში, ერთჯერადად იხდის გამოძახების ღირებულებას 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარს, ხოლო ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში + თანხის 3%
მომხმარებლის მიერ ავტომობილის ყიდვის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, ერთჯერადად იხდის გამოძახების ღირებულებას 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარს, ხოლო მისთვის სასურველი ავტომობილის ყიდვის შემთხვევაში + დაკლებული თანხის 30%,
მომხმარებელი ავტო-ექსპერტს გამოძახების გასამრჯელოს ურიცხავს შეკვეთის განთავსებისთანავე, ხოლო მომსახურების ღირებულება გადაიხდება ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით პლატფორმაზე მითითებულ საანგარიშსწორებო ანგარიშზე.
6. მხარეთა პასუხისმგებლობაავტო-ექსპერტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რამდენადაც ავტო-ექსპერტი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში და ასრულებს შუამავლის როლს მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად, და იმ შემთხვევაში თუ, ავტო-ექსპერტის წარმოამდგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში ბრალეული ქმედებით მომხმარებელს მიადგა ზიანი, ასეთი ზიანის მიყეებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელს უფლება აქვს მომხმარებლის პროფილიდან გაასაჩივროს შეკვეთა. გასაჩივრებისას მომხმარებელმა დეტალურად უნდა მიუთითოს შესრულების ნაკლის შესახებ, რომელიც უშუალოდ ავტო-ასისტანსის დროს წარმოიქმნა (შემდგომში „შესრულების ნაკლი“). აღნიშნულ საჩივარს გასაჩივრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს შმარუსელის პრობლემური შეკვეთების მენეჯერი, რომელიც ამოწმებს საჩივრის საფუძვლიანობას (გასაჩივრების უფლების გამოყენებით მომხმარებელი უფლებას აძლევს შმარუსელის პრობლემური შეკვეთების მენეჯერს შეამოწმოს გამოიკვლიოს შესრულების ნაკლი ასეთის არსებობის შემთხვევაში. პრობლემური შეკვეთების მენეჯერი ხელმძღვანელობს და მხედველობაში იღებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დადასტურებულ შეკვეთებს, ხოლო ის შეკვეთები, რომლებზეც მომხმარებელს პლატფორმის გამოყენებით ჯერ არ განუცხადებია დასტური (ან არ ითვლება დადასტურებულად), მხედველობაში არ მიიღება.
შესრულების ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, შმარუსელის პრობლემური შეკვეთების მენეჯერი მომხმარებელთან შეთანხმებით ავალებს შესაბამის ავტო-ექსპერტს გაუწიოს მომხმარებელს წარმომადგენლობა შესაბამის მესამე პირებთან შესრულების ნაკლის გონივრულ ვადაში გამოსწორების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე პირები გონივრულ ვადაში არ აღმოფხვრიან შესრულების ნაკლს, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების ნაკლის გამოსწორებისთვის საჭირო თანხა (რომელსაც განსაზღვრავს შმარუსელის პრობლემური შეკვეთების მენეჯერი) „საგარანტიო თანხის“ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საგარანტიო თანხისა. საგარანტიო თანხა შეადგენს 1 000 (ათასი ლარი) ლარს, რომელიც განთავსებულია შმარუსელის საბანკო ანგარიშზე ავტო-ექსპერტის მიერ მათ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული საგარანტიო თანხის ან მისი ნაწილის მიღებით, მომხმარებელი აცხადებს გამოუხმობლად თანხმობას შესრულების ნაკლთან დაკავშირებული ყველა უფლება/მოთხოვნა და ვალდებულება მესამე პირების წინაშე გადასცეს/დაუთმოს შესაბამის ავტო-ექსპერტს, რომლისგანაც ის იღებს საგარანტიო თანხას ან მის ნაწილს.
იმ შემთხვევაში, თუ შმარუსელის პრობლემური შეკვეთების მენეჯერი ვერ დაადგენს შესრულების ნაკლის არსებობას, ის უგზავნის მომხმარებელს ახსნა-განმარტებითი შინაარსის შეტყობინებას ელ-ფოსტაზე ან/და პლატფორმაზე მითითებულ საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით, სადაც დასაბუთებული იქნება შესრულების ნაკლის არარსებობა.
ავტო-ექსპერტი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როდესაც მოხმარებელს ზიანი მიადგა მომხმარებლის მიერ უფლებამოსილების ან/და ინფორმაციის არასწორად/შეცდომით გაცემის შედეგად.
შმარუსელს არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ასისტანსის განხორციელებაზე, ავტომობილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა ან/და ავტომობილის ხარისხზე, რამდენადაც შმარუსელი ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს მომხმარებელსა და ავტო-ექსპერტს შორის, შესაბამისად, ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია/მოთხოვნა შმარუსელის მიმართ.
მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წინამდებარე დოკუმენტის პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
ამ მუხლის მიზნებისათვის, ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა;
ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასიეთ გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
შმარუსელთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ვებ-გვერდზე არსებულ პლატფორმას, მითითებულ საკონტაქტო ტელეფონს ან/და ელექტრონულ ფოსტას.
ავტო-ექსპერტთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს მომხმარებლის პირად კაბინეტში ასახულ ავტო-ექსპერტის საკონტაქტო ინფორმაციას.
შმარუსელი და ავტო-ექსპერტი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებენ მომხმარებლის მიერ შეკვეთაში ან/და პროფილზე მითითებულ ან/და შემდგომში მიწოდებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.
მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთა შეკვეთაში მითითებულ დრომდე 1 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფალია ავტო-ექსპერტისთვის წინამდებარე სარგებლობის ზოგადი პირობებით გათვალისწინებული გასამრჯელოს გადახდისგან. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთაში მითითებულ დრომდე დარჩენილია 1 საათზე ნაკლები, მომხმარებელი შეკვეთის გაუქმების მიუხედავად ვალდებულია ავტო-ექსპერტს გადაურიცხოს გასამრჯელო.
ავტო-ექსპერტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებელი ავტო-ექსპერტის მისვლიდან 60 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.
შმარუსელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა მომხმარებილისათვის შეკვეთაზე ავტო-ექსპერტის დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში შმარუსელი მომხმარებელს უგზავნის მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების თაოაბზე.
ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის განთავსებისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
კომპანია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგულარული სტუმრობა და მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება საიტზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთის ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადაა მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდს განმავლობაში ავტომობილის ყიდა/გაყიდვა ვერ მოხერხდა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს კვლავ აქვს სურვილი ისარგებლოს ავტო-ექსპერტის მომსახურებით, ასეთ შემთხვევებში იგი ხელახლა რეგისტრირდება პლატფორმაზე ამ ხელშეკრულების წესებისა და პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ვადამდე წყვეტს მოქმედებას წინამდებარე დოკუმენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკვეთის გაუქმებისთანავე.
მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ ურთიერთმოლაპარაკების გზას. მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის იმ ნორმების გამორიცხვით, რომლებიც მიუთითებენ სხვა იურსიდიქციის გამოყენებაზე.
შმარუსელი იტოვებს უფლებას მომხმარებელთა მიერ შმარუსელისთვის შეკვეთის განთავსებისას მიწოდებული პერსონალური მონაცემები გამოიყენოს შმარუსელის სარეკლამო პოლიტიკის შესაბამისად მოხმარებელთათვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოთხოვნების შესაბამისად. შმარუსელი იღებს პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე, რომ არ იქნება გამოყენებული პერსონალური მონაცემები არამართლზომიერად და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მიწოდებულ იქნება სრული და ამომწურავი ინფორმაციის სახით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მომხამარებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით ავტო-ექსპერტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ამ უკანასკნელმა თავად განსაზღვროს მესამე პირთა წრე, რომლებთანაც ავტო-ექსპერტი წარმოადგენს მოხმარებელს.
მომხმრებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ მომხმარებლის პროფილზე განხორციელებულ ქმედებებსა და შეკვეთის განთავსებისას მითითებული ნომრიდან გაგზავნილ შეტყობინებებების შინაარსზე.
ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს და საიტზე განთავსებულ ინფორმაციას, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობითი სახით შემდეგ მისამართზე ____ ან მოგვწეროთ ელ.ფოსტის მისამართზე: Info@carusell.ge
წინამდებარე „იმპორტთან დაკავშირებული ზოგადი წესები და პირობები“ არეგულირებს ვებ-გვერდის შესაბამის გრაფაში განთავსებულ სერვისს, მომხმარებლის დავალებით დილერის მიერ ავტომობილის შერჩევის, აუქციონში მონაწილეობისა და ავტომობილის შეძენის ასისტანსს და წარმოადგენს ვებ-გვერდზე განთავსებულ „ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობების“ შემადგენელ ნაწილს, მასზე ვრცელდება ზემოთხსენებული დოკუმენტის ყველა პირობა, გარდა იმ საკითხებისა/პირობებისა, რომლებიც კონკრეტულად აწესრიგებს „ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესებისა და პირობების“ გრაფაში წარმოდგენილ ცალკეულ მომსახურებას. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, თუ არ ეთანხმებით მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისით სარგებლობა და დატოვეთ შესაბამისი გრაფა ან ვებ. გვერდი. შმარუსელის (https://www.carusell.ge/) ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ნათლად აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად წესებსა და გამოყენების პირობებს, იმპორტთან დაკავშირებულ ზოგად წესებს და პირობებს.
დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა
„შეკვეთა“ - ვებ-გვერდზე მომხმარებლისთვის განკუთვნილი სპეციალური გრაფის შევსება და განაცხადის გაკეთება
„ავტორიზებული დილერი“ - იმპორტიორი კომპანიის პარტნიორი, რომელსაც მინიჭებული აქვს პერსონალური კოდები, ამერიკის სადაზღვევო აუქციონებზე Copart-სა და IAAI-ზე და შეუძლია მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად, მესამე პირის ჩარევის გარეშე, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება გაუწიოს მომხმარებელს ავტო-ასისტანსი, თანამშრომლობს შმარუსელთან და მომხარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს მომხმარებელის ინტერესებს აუქციონზე/იმპორტიორ კომპანიასთან და/ან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მესამე არარეზიდენტ/რეზიდენტ იურიდიულ/ფიზიკურ პირთან
„იმპორტიორი“- საქართველოში დაფუძნებული და მოქმედი ავტოიმპორტიორი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ ტერიტორიიდან
შპს „შმარუსელი “- რომელიც ოპერირებს „ქარუსელის“ სახელით, ავტომობილების სადილერო მომსახურების ბაზარზე
პასუხისმგებლობის შეზღუდვაიღებს პასუხისმგებლობას დილერის/იმპორტიორის მიერ განხორციელებულ იმპორტზე/ავტომობილის შერჩევაზე, მომსახურების ხარისხსა და სხვა დანარჩენ ქმედებაზე/უმოქმედობაზე, რომლებიც უკავშირდება ზემოთხსენებულ მომსახურებ(ებ)ს.
მომხმარებლის პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება, უფლებამოსილების მინიჭება და მისი პირობებიმომხმარებელი ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის შექმნით/შეკვეთის განთავსებით, რაც გულისხმობს განცხადების გრაფის ყველა სავალდებულო ველის შევსებას და გადაგზავნას, უფლებამოსილებას ანიჭებს შმარუსელს შეასრულოს შუამავლის როლი მომხმარებელსა და დილერს შორის, რაც გამოიხატება შემდეგში: შმარუსელი მომხმარებლის შეკვეთის შესახებ ინფორმაციას გადასცემს დილერს, მეორე მხრივ, დილერის შესახებ ინფორმაციას უგზავნის მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნისას/შეკვეთის განთავსებისას მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს შუამავალი საკონტაქტო პირის როლს. პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება ამავდროულად გულისხმობს შმარუსელის მიერ შერჩეული დილერისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გაუწიოს მომხმარებელს ავტო-ასისტანსი და ამ უფლებამოსილების ფარგლებს (დავალებებს) მომხმარებელი უთითებს შეკვეთის განთავსებისას შესაბამის ველში ან/და ატყობინებს დილერს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.
შეკვეთის განთავსების შემდგომ, უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზრდა/შემცირება, დავალების შესრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება) შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ დილერს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.
უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილება მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისა და ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომლებიც გამომდინარეობენ ასეთ ცვლილებამდე დილერის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისგან.
ავტომობილის შეკვეთა და გასამრჯელოშმარუსელი გასამრჯელოს გარეშე უწევს წარმომადგენლობას მომხმარებელს.
მომხამარებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით დილერს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმოქმედოს მისი სახელით/ინტერესებით აუქციონზე.
შეკვეთის მიღებისა და დადასტურების შემდგომ, მომხმარებელი ვალდებულია, საზღვარგარეთ გამართულ საავტომობილო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, იმპორტიორის ანგარიშზე ჩარიცხოს ავტომობილის ღირებულების 10-15%, რომელიც წარმოადგენს საგარანტიო თანხას და რომელიც ჩაითვლება ავტომობილის საბოლოო ღირებულებაში.
მომხმარებელი თანხას რიცხავს მოთხოვნიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში. მომხმარებლის მხრიდან მომსახურების შეწყვეტის და/ან თანხის მოთხოვნის შემთხვევაში იმპორტიორი უფლებამოსილია გამოუქვითოს 200 (ორასი) აშშ დოლარი ექვივალენტი ლარი, (გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ჯარიმის სახით, ხოლო ნარჩენი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
საგარანტიო თანხის ჩარიცხვის შემდგომ, მომხმარებლის მიერ მითითებული და სავალდებულოდ შევსებული მონაცემების ფარგლებში, დილერი იწყებს მომსახურების გაწევას.
ავტომობილის მოგების შემდგომ, მომხმარებელი ვალდებულია მომდევნო საბანკო დღეს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით იმპორტიორის ანგარიშზე ჩარიცხოს ავტომობილის დარჩენილი ღირებულება. ჩარიცხვის ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 200 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ავტომობილის დარჩენილი ღირებულების (მათ შორის დაკისრებული პირგასამტეხლო(ებ)ის 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შეკვეთა უქმდება და საგარანტიო თანხა აღარ უბრუნდება მომხმარებელს.
მომხმარებელი ვალდებულია ზემოთხსენებულ ვადაში, ნარჩენ ღირებულებასთან ერთად გადაიხადოს დაკისრებული პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შეკვეთა ითვლება გაუქმებულად და მომხმარებელს დაუბრუნდება ავტომობილის დარჩენილი (გადახდილი) ღირებულება, 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში პირგასამტეხლოსა და საგარანტიო თანხის გამოკლებით.
დილერი მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის შერჩევას და ავტომობილის მდგომარეობის (მათ შორის მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: „ტექნიკური მდგომარეობა“) თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას (მისი ცოდნის ფარგლებში, რომელიც შემოიფარგლება კონკრეტული აუქციონის წესებიდან გამომდინარე ინფორმაციაზე წვდომას) ახორციელებს მომხმარებელთან შეთანხმებით. ავტომობილი შესაძლოა შერჩეულ იქნეს მომხმარებლის სურვილით კარგ მდგომარეობაში ან დაზიანებული, ავტოავარიის ან სხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედების შედეგად. მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ ავტომობილის შეძენის შემდგომ, იმპორტთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება მასსა და იმპორტიორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
დილერის მიერ, მომხმარებლის დავალებით და მისი სახელით ავტომობილის შეძენისა და იმპორტიორის მიერ ავტომობილის ჩამოყვანის შემდგომ, ფოთის ან ბათუმის ნავსადგურში ტერმინალზე შემოსვლისას, ტრანსპორტირების თანხასთან (რომელიც შედის ავტომობილის ღირებულებაში) ერთად მომხმარებელი იხდის დილერის მომსახურების საკომისიოს 100 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მხარეთა პასუხისმგებლობადილერი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რამდენადაც დილერი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში და ასრულებს შუამავლის როლს მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად. დილერი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როდესაც მოხმარებელს ზიანი მიადგა მომხმარებლის მიერ უფლებამოსილების ან/და ინფორმაციის არასწორად/შეცდომით გაცემის შედეგად. შმარუსელს არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის და/ან ავტომობილის იმპორტთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაზე, აუქციონზე განთავსებული ან/და დილერის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, მომსახურებისა ან/და ავტომობილის ხარისხზე, რამდენადაც შმარუსელი ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს მომხმარებელსა და დილერს შორის, შესაბამისად, ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია/მოთხოვნა შმარუსელის მიმართ.
კომუნიკაციის წესიშმარუსელთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ვებ-გვერდზე არსებულ პლატფორმას, მითითებულ საკონტაქტო ტელეფონს ან/და ელექტრონულ ფოსტას.
დილერთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს მომხმარებლის პირად კაბინეტში ასახულ დილერის საკონტაქტო ინფორმაციას.
შმარუსელი და დილერი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებენ მომხმარებლის მიერ შეკვეთაში ან/და პროფილზე მითითებულ ან/და შემდგომში მიწოდებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.
შეკვეთის გაუქმების უფლებამომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთა შეკვეთაში მითითებულ დრომდე 1 (ერთი) საათით ადრე.
დილერს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ მომხმარებელი დოკუმენტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის საგარანტიო თანხას.
შმარუსელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა მომხმარებილისათვის შეკვეთაზე დილერის დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში შმარუსელი მომხმარებელს უგზავნის მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების თაობაზე.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთის ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადაა 2-6 კალენდარული თვე.
იმპორტის წესებისა და პირობების მოქმედების ვადა და ცვლილებების განხორციელების წესი„წესები და პირობები“ ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის განთავსებისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
შმარუსელი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება წინამდებარე „წესებსა და პირობებში“ მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ „წესებსა და პირობებს“ მათ შორის „ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებს“ მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგულარული სტუმრობა და მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება საიტზე განთავსებულ ზემოთხსენებულ ინფორმაციას. წესებისა და პირობების განახლების თაობაზე მიეთითება ვებ. გვერდზე დოკუმენტის შესაბამის გრაფაში ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული თარიღით.
წინასწარი შეტყობინების გარეშე.